საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი კომპიუტერულ ტექნიკას უსაჩუქრებს.

საქსტატისთვის ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამსახური ახორციელებს, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო განვითარების ინიციატივის (CADI) პროგრამის ფარგლებში.

ტექნიკური დახმარების გადაცემის ცერემონიალში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე და აშშ-ის ელჩის მოდგილე კენტ ლოგსდონი მიიღებენ მონაწილეობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *