ეკონომიკა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება რაჭაში

27 ოქტომბერი, 2010 • • 981
ინდივიდუალური გამრიცხველიანება რაჭაში

სოფელ ხვანჭკარაში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა, გამრიცხველიანდა 280 აბონენტი. პროექტის ღირებულებამ  84 000 ლარი შეადგინა.

ამჟამად აღნიშნული სამუშაოები სოფელ ჭრებალოში მიმდინარეობს.  შედეგად გამრიცხველიანდება 239 აბონენტი.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას,რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. იგი პრაქტიკულად ყველა რეგიონში წარმოებს და წლის ბოლომდე 120 სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება იგეგმება.

ჯამში, 2010 წლის ბოლოს დამატებით 120 000 – ზე მეტ აბონენტს დაუმონტაჟდება დამატებითი მრიცხველი.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი