ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

26 ოქტომბერი, 2010 • • 1331
საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2010 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1098 მლნ. აშშ დოლარი იყო (34 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 3511 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). 

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 1489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 27 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 444 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (49 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1045 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 479 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 14 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 231 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტია 136 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს 3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა.

დაწვრილებით ინფორმაციის, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური ცხრილების და  დიაგრამების ნახვა შეიძლება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი