თბილისში საქართველო – პოლონეთი – ლიტვის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. პოლონეთისა და ლიტვის მხრიდან ფორუმში 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ქართულ კომპანიებთან სამომავლო პარტნიორობის სურვილი გააჩნიათ.
ღონისძიებაზე საქართველოს მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდა. კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა, ენერგეტიკა, ფოლადის წარმოება, მანქანათმშენებლობა.
ფორუმზე კომპანიებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.