ქ. ფოთის ინდუსტრიული განვითარების ზონაში „საქართველოს რკინიგზამ“ ახალი ხაზების მშენებლობა დაიწყო. რკინიგზის ლიანდაგი ფოთის მშენებარე საზღვაო ტერმინალსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიგება. აღნიშნულ ტერიტორიებზე ლიანდაგი ორი მიმართულებიდან – რკინიგზის სადგურიდან და ფალიაშვილის ქუჩიდან შევა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ლიანდაგის დაგების სამუშაოები უკვე დაწყებულია და ერთ თვეში დასრულდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *