ეკონომიკა

დაკავება კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის ფაქტზე

26 ოქტომბერი, 2010 • • 1130
დაკავება კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის ფაქტზე მირზა კახიძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი  საქართველოს ოცამდე მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ პირებს, ინდმეწარმეებთან წინასწარი შეთანხმებით გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, პერმანენტულად შემოჰქონდათ სოლიდური ღირებულების შერეული საქონელი, ძირითადად, ტანსაცმელი, რითიც მნიშვნელოვანი მატერიალურ ზიანს აყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი