საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა “აინშტაინის” განხორციელება იწყება. პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნების – ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის –კაბინეტებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას ემსახურება. “საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, სამინისტროს ინიციატივით, ამოქმედდა პროგრამა “აინშტაინი” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. პროგრამა “აინშტაინის” მიხედვით, ყველა საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.
პროგრამა ”აინშტაინის” პრეზენტაცია
-
13.11.2026
ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს
-
12.11.2026
76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
-
12.11.2026
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
-
12.11.2026
ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ
-
12.11.2026
ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია
-
12.11.2026
გირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
