საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება მოამზადა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს თბილისში მას შემდეგ მოაწერენ, რაც ქალაქს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოტაკი ეწვევა. სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე შეხვდა. შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დამყარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მოხდა და მხოლოდ იურიდიული მხარეა მოსაგვარებელი, რომელიც მინისტრის ვიზიტისას გადაწყდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ობიექტური მიზეზების გამო, რამოდენიმეჯერ გადაიდო. საქართველოში იმედოვნებენ, რომ მანუჩარ მოტაკი თბილისში 3-4 ნოემბერს ჩამოვა.
საქართველო მზადაა ირანათან თავისუფალი სავიზო რეჟიმის დასამყარებლად
-
12.11.2026
76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
-
12.11.2026
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
-
12.11.2026
ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ
-
12.11.2026
ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია
-
12.11.2026
გირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
-
12.11.2026
გორში კაცი გამოსახლებას შეეწირა და გარდაიცვალა — ადვოკატი
