ეკონომიკა

აჭარაში ავსტრიული კურორტის ანალოგი იქმნება

26 ოქტომბერი, 2010 • • 1020
აჭარაში ავსტრიული კურორტის ანალოგი იქმნება

აჭარაში ავსტრიული კურორტის ანალოგი იქმნება. ერთიანი კომპლექსი შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში აშენდება.

”სათხილამურო კომპლექსი გომარდულში უკვე არის, სულ მალე კი პირველი დასასვენებელი კოტეჯები აშენდება, ასევე იქნება გასართობი და სარეაბილიტაციო ცენტრი, ექსტრიმ პარკი. დასასვენებელი კოტეჯების მშენებლობის პარალელურად დაიწყება საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და ადგილობრივებს ტურისტების მიღება საკუთარი ძალითაც შეეძლებათ, გომარდულის მკვიდრებს დამატებითი შემოსავლის მიღება კურორტის დამსვნებელთათვის საკვები პროდუქტების მომარაგებითაც შეეძლებათ,”–აღნიშნა კომპლექსის დასათვალიერებლად მისულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ.

ზამთრის კურორტი მომავალი სეზონისთვის ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი