ეკონომიკა

სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

26 ოქტომბერი, 2010 • • 1098
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმერეთში, კერძოდ, სამტრედიასა და ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სოფლების გამგებლებს შეხვდნენ. პროგრამის მიზანია სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა და წარმოების განვითარება საქართველოში. იგი ითვალისწინებს მაღალხარისხიანი, სერტიფიცირებული სიმინდის ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალის გაცემას პირდაპირი ანგარიშსწორებით ან შვიდი თვის განვადებით.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, მოსავლის აღების შემდეგ არა მარტო აღმოიფხვრება სიმინდის დეფიციტის პრობლემა, არამედ საქართველო მის ექსპორტირებასაც შეძლებს.  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას თქმით – “იმერეთში ძირითადად გვაქვს სამი მიმართულება, ეს არის სათბურები, მეცხოველეობა და მარცვლეული კულტურების განვითარება, ვინაიდან სათბურებისა და მეცხოველეობის პრობლემები მეტნაკლებად აღმოფხვრილია, მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება მარცვლეული კულტურის განვითარებას. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ყოველ დაინტერესებულ პირს, ეს პროგრამა მიტანილი იქნება ყოველ მოსახლემდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი