კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მიხეილ მღებრიშვილი, ჯემალ ბეგიჯანაშვილი, ზურაბ  გიორგიძე, გიორგი ჭუმბურიძე და ჯემალ სვიანიძე დააკავეს.

აღნიშნული პირები ქარელის რაიონის სოფ. რუისში გამავალი “ბაქო-სუფსის” მაგისტრალური ნავთობსადენიდან ნედლ გადაუმუშავებელ ნავთობს იპარავდნენ და მის რეალიზაციას ახდენდნენ.

დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *