ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურს ჰოლანდიაში მომუშავე ქართველი კოლეგა ეწვია

26 ოქტომბერი, 2010 • • 929
საქართველოს სტატისტიკის სამსახურს ჰოლანდიაში მომუშავე ქართველი კოლეგა ეწვია

25 ოქტომბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ჰოლანდიის სტატისტიკის ცენტრალურ ბიუროში მომუშავე ქართველი ექსპერტი ნინო მუშკუდიანი ჩამოვიდა.

ექსპერტის ორკვირიანი ვიზიტი  მიზნად ისახავს საქსტატის თანამშრომლებისთვის კვალიფიციურ კონსულტაციების გაწევას სტატისტიკის მეთოდოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

 

იგი  საქსტატის თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს მეთოდოლოგიურ საკითხებში, გააცნობს  ევროპულ გამოცდილებას, ქართველ კოლეგებთან ერთად დაიწყებს მუშაობას საქსტატის სამომავლო სტრატეგიაზე და მოახდენს პერსონალის შეფასებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი