ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომლებმა სამსახურეობრივი სიყალბისა და ქრთამის აღების ფაქტზე წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ალქესანდრე ირემაძე, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე – სოფელ თიაქ-ქილისას რწმუნებული მალხაზ კონცელიძე დააკავეს. ირემაძემ, 100 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა და გასცა ყალბი ცნობა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოების შესახებ, ხოლო განმეორებით, კვლავ 100 ლარის სანაცვლოდ, მან კონცელიძესთან ერთად დაამზადა და გასცა ყალბი ცნობა საქონლის შესყიდვის შესახებ. ასევე, დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ოგანეს ტაზაიანი, რომელმაც, აგრეთვე, ქრთამის– 400 ლარის სანაცვლოდ, უკანონო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნებართვა გასცა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 338-ე მუხლებით, რაც, შესაბამისად, ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე და 6-დან 9 წლამდე ვადით.