ეკონომიკა

პერევში პირველი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა

22 ოქტომბერი, 2010 • • 1019
პერევში პირველი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი იმერეთში ლაშა მაქაცარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სოფელ პერევის მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებული პირადად ესაუბრა სოფლის მცხოვრებლებს. პერევში არსებული ძირითადი პრობლემები გზებისა და საკომუნიკაციო საშუალებების მოწესრიგებას ეხება. გუბერნატორი ამ საკითხებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად განიხილავს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ზამთრის მოახლოებას, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულ სოფლის განვითარების პროგრამებს; აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ სოფელ პერევს არც ერთი ასეთი პროგრამა არ შეხებია.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი სოფელ პერევში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი