ეკონომიკა

20G – ს სამიტი სამხრეთ კორეაში

22 ოქტომბერი, 2010 •
20G – ს სამიტი სამხრეთ კორეაში

მომავალ თვეში სამხრეთ კორეაში მსოფლიო მასშტაბით 20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეთაურების სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი თემა, სავალუტო კურსის ცვლილების გამო, მსოფლიოში შექმნილი დაძაბულობა იქნება.

BBC – ის ინფორმაციით, განვითარებადი ქვეყნები შიშობენ,  რომ ვალუტის არასასიკეთო ზრდა მათ ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედებს. მდიდარმა ქვეყნებმა, თავის მხრივ, მოუწოდეს ინვესტორებს, დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო,  განვითარებად ქვეყნებში ფული დააბანდონ, რაც მათ მეტ შემოსავალს მოუტანს.                                                                                        

მსოფლიოს 20 მდიდარი ქვეყნის  ყველაზე დიდი გამოწვევაა, მოძებნონ საერთო გზა სავალუტო ბაზრებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების უდიდესი ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ.  ბევრი განვითარებადი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ მათ ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა ამ ქვეყნების ექსპორტს ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის – იუწყება BBC.

მასალების გადაბეჭდვის წესი