ეკონომიკა

IFC – სა და ”ბანკ კონსტანტას” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2010 • • 1108
IFC – სა და ”ბანკ კონსტანტას” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და „ბანკ კონსტანტას“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. IFC დაეხმარება ქართულ ბანკს რისკების მართვის გაუმჯობესებაში, რაც „ბანკ კონსტანტას“ საშუალებას მისცემს, გაზარდოს მცირე ბიზნესის დაკრედიტება.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ექსპერტები ”ბანკ კონსტანტას” თანამშრომლებს რისკის მართვის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას გააცნობენ და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარებიან, რითიც გაიზრდება ბანკის მომგებიანობა და კომპანიების დაფინანსების შესაძლებლობები.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, სხვადასხვა სექტორის 35 პროექტში, IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი