ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის  კოლხეთის ეროვნული პარკის  ზუგდიდის უბნის უფროსი რეინჯერი კახაბერ გოგოხია დააკავეს. მან  ერთ-ერთ მოქალაქეს 100 ლარის სანაცვლოდ დაცულ ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში, თევზის მოპოვების საშუალება მისცა. სამართალდამცველებმა  გოგოხია უშალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *