იმერეთის 7 სოფელი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  ვანის რაიონში შუამთა-ტობანიერის გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. იმერეთის 7 სოფლის მოსახლეობა ბაღდათი-ვანი-სამტრედიის ცენტრალურ გზასა და რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.

აღნიშნული გზა, რომლის რეაბილიტაციასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს, იმერეთის 7 სოფელს: ტობანიერს, კუშიბოურს, მიქელეფონს, შუამთას, ყუმურს, მაიშოურს და დუცხუნს აკავშირებს. მიმდინარეობს გზის სრული რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემისა და ხელოვნური ნაგებობების მოწესრიგება, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება  და საგზაო ნიშნების დამონტაჟება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge