ეკონომიკა

პრეზიდენტის საჩუქარი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას

19 ოქტომბერი, 2010 • • 1116
პრეზიდენტის საჩუქარი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას – თითოეულ ოჯახს  2 მ3  სათბობი შეშა საჩუქრად გადაეცემა. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე  დღეს შიდა ქართლის რეგიონს, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ არბოს ეწვივნენ და მოსახლეობას შეშა გადასცეს.  

აქცია  ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას არსებულ სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი