ეკონომიკა

მომავალ წელს საბიუჯეტო დეფიციტი 2% – ით შემცირდება

21 ოქტომბერი, 2010 • • 1135
მომავალ წელს საბიუჯეტო დეფიციტი 2% – ით შემცირდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები და პარამეტრები განიხილა.

მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტი  2%-ით ნაკლები იქნება მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კლება მომდევნო წლებისთვისაც გაგრძელდება და უკვე 2012 წლისთვის იგი 3%–ს მიაღწევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე პირდაპირ აისახება.

ამასთანავე, საგადასახადო შემოსავლები მომავალი წლიდან 770 მლნ. ლარით იზრდება და მთელი ეს თანხა ეკონომიკის სტიმულირებას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება. “მიუხედავად საგადასახადო შემოსავლების ზრდისა, ხარჯვითი ნაწილი ისევ უცვლელი რჩება და, შესაბამისად, არ იზრდება ადმინისტრირების ხარჯებიც”, – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

მინისტრის თქმით, მომავალ წლებში სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტებად რჩება.

მისივე განცხადებით, 2011 წელს 4-ჯერ იზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურების პროექტებსაც მოხმარდება. კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება განათლების დაფინანსებასაც, რომელიც 2011 წელს 16 მლნ. ლარით გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი