დღეს დილიდან საქართველოში საწვავის ფასმა მოიმატა, რაც მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ დოლარი ლართან მიმართებაში სტაბილურია და ნავთობზე ფასიც დიდად არ გაზრდილა. ბოლო პერიოდში ბენზინმა 5 თეთრით მოიმატა, რის მიზეზადაც კომპანიები ევროპულ ბაზარზე ფასების 15% – იან ზრდას ასახელებენ. ამ დროისათვის ბენზინგასამართ სადგურებზე (ევროპულ საწვავზე) შემდეგი ფასები ფიქსირდება: სუპერი 2 ლარიდან 2, 05 ლარამდე მერყეობს, პრემიუმი 1,93–დან 2 ლარამდე, რეგულარის ფასი 1,85–დან 1, 90 ლარამდეა, ხოლო დიზელის 1,87–დან 2, 05 ლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბარელი ნავთობის ფასი 81,25 დოლარამდე დაეცა.
ქართული კომპანიების განცხადებით, ბენზინზე აღნიშნული ფასი დაახლოებით 1 თვის მანძილზე შენარჩუნდება.