ეკონომიკა

გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტების რაოდენობა 203,5 %-ით გაიზარდა

18 ოქტომბერი, 2010 • • 1220
გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტების რაოდენობა 203,5 %-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2009 წელთან შედარებით 2010 წელს, ზოგადად, დანაშაულთა რიცხვმა 26071 – დან  23 716 – მდე დაიკლო, ანუ  2355 – ით  შემცირდა. მათ შორის, განსაკუთრებული კლება აღინიშნა ეკონომიკურ დანაშაულთა რაოდენობაში,  ქურდობა 466-ით, ანუ 5.8% – ით შემცირდა, განსაკუთრებით დაიკლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილმა ისეთმა დანაშაულმა,  როგორიცაა ქურდობა ბინაში შეღწევით, იგი წინა წელთან შედარებით 18,1%-ით შემცირდა. თაღლითობის ფაქტებმა 397-ით, ანუ 29,5%-ით დაიკლო, 14,2 %-ით შემცირდა, აგრეთვე, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა,  მაგრამ ამ ფონზე გაიზარდა გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტები, მათი რაოდენობა  57 – დან 173 – მდე,  ანუ ჯამში 203,5 %-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი