საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ბიზნეს სექტორში 318 346 სუბიექტია დარეგისტრირებული.
ბიზნეს სუბიექტების საერთო რაოდენობის უმეტესი ნაწილი, 77.3% – ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტზე მოდის.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ბიზნეს რეგისტრი შემდეგნაირად ნაწილდება:
- ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 77.3%;
- კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 4.9%;
- დამამუშავებელი მრეწველობა – 4,7%;
- ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა -2,6%;
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 2,5%;
- მშენებლობა – 1,8%;
- სასტუმროები და რესტორნები – 1,5%;
- საფინანსო შუამავლობა -0.6%;
- სხვა – 4.1%.
ბიზნეს სუბიექტების უმეტესობა, კერძოდ, 46% ქ. თბილისშია დარეგისტრირებული. დედაქალაქს მოყვება: იმერეთი – 12.2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.2%, ქვემო ქართლი – 7.9 %, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.2%, კახეთი – 5.5%, შიდა ქართლი – 5%, სხვა – 9.2%.