ეკონომიკა

არა რუსულ გაზს პოლონეთში

15 ოქტომბერი, 2010 • • 1023
არა რუსულ გაზს პოლონეთში

პოლონეთმა გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს რუსეთთან კონტრაქტი ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ 2037 წლამდე. ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკის მინისტრმა ვალდემარ პავლაკმა გუშინ განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასის” ცნობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისა და პრემიერ-მინისტრების  აქამდე მიღწეული წინასწარი შეთანხმების თანახმად, რუსული გაზის წლიური მიწოდება პოლონეთში 2 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდებოდა და ეს შეთანხმება 2037 წლამდე გაგრძელდებოდა.

ვალდემარ პავლაკის განმარტებით,  ქვეყანა აღარ საჭიროებს რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებულ  გრძელვადიან შეთანხმებებს. 2045 წლამდე რუსეთის გაზის ტრანზიტის ზრდა პოლონეთში გონივრული იყო, მაგრამ მისი თქმით, გერმანიისა და ამერიკის ინტერესებმა დიდი  როლი ითამაშა და ზემოთაღნიშნული შეთანხმება გადაიდო.  

პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  რუსეთსა და პოლონეთს შორის ხელშეკრულება  კვლავ შეიძლება გაფორმდეს, რადგან პოლონეთში  ენერგორესურსების დეფიციტი  შესაძლოა ოქტომბრის ბოლოსთვის გაჩნდეს.

                                          

მასალების გადაბეჭდვის წესი