ეკონომიკა

საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იზრდება

15 ოქტომბერი, 2010 • • 1591
საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე 143,1 ლარი დაფიქსირდა, რაც 10.4 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მოანცემს. 2009 წელს საშუალო თვიურმა შემოსავლებმა ერთ სულზე 129,6 ლარი შეადგინა.

2010 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა ერთ შინამეურნეობაზე სულ 522,8 ლარი შეადგინა, რაც 9.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს. 2009 წლის მეორე კვარტალში შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 478,2 ლარი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, 1.6%-ით გაიზარდა შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯები და მან 454,3 ლარი შეადგინა. 2009 წელს ეს მონაცემები 447,2 ლარს შეადგენდა. ხოლო თვიური ხარჯი ერთ სულზე 124,4 ლარი დაფიქსირდა, რაც 2.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს. 2009 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიურმა ხარჯებმა ერთ სულზე 121,2 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი