ეკონომიკა

”თიბისი” ბანკი ჯანდაცვის სექტორს დააფინანსებს

15 ოქტომბერი, 2010 • • 1076
”თიბისი” ბანკი ჯანდაცვის სექტორს დააფინანსებს

”თიბისი” ბანკი ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო პორტფელის გამოყოფას გეგმავს. აღნიშნული სესხის 50% ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გარანტიით გაიცემა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თიბისი ბანკთან  10 მილიონი აშშ დოლარის სასესხო პორტფელის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა.

ბანკის მიერ გამოყოფილი 20– მილიონიანი სესხი  საქართველოში ახალი, ან უკვე არსებული  საავადმყოფოების მშენებლობას, რემონტისა და აღჭურვის დაფინანსებას მოხმარდება.

თიბისი ბანკი, ჯანდაცვის სფეროს დასაფინასებლად, სესხებს USAID-ის გარანტიით გასცემს. გარანტიით დაფარული სესხის მაქსიმალური ოდენობა 4 მილიონი აშშ დოლარია. სესხის გაცემისას პრიორიტეტი  თბილისის გარეთ მდებარე საავადმყოფოებსა და კლინიკებს მიენიჭებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი