ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ისრაელის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

13 ოქტომბერი, 2010 • • 1225
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ისრაელის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ვერა ქობალია ისრაელის ტურიზმის მინისტრს, სტას მისეჟნიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართველი ტურისტებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილეს. შეხვედრას  ტურიზმისა და კურორტების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვერა ქობალიამ განაცხადა, საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ამ პროცესს კიდევ უფრო გააქტიურებს ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო მიმოსვლის გაუქმება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას თავადაც გეგმავს ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში, სადაც ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი გაგრძელდება.

ისრაელის ტურიზმის მინისტრმა, სტას მისეჟნიკოვმა განსაკუთრებული მნიშვნელობა  ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს მიანიჭა, რადგან მისი თქმით,  ამის შემდგომ  განსაკუთრებულად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოდან ისრაელში და პირიქით. მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიზარდოს ისრაელელ ინვესტორთა მონაწილეობა საქარველოს ეკონომიკურ პროექტებში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი