”სილქნეტი” უკვე რეგიონებშია

კომპანია ”სილქნეტმა” რაიონებში ქსელის გაფართოება დაიწყო. ამის მიზეზი საქართველოს რეგიონებში ინტერნეტ ქსელებზე მოთხოვნილების ზრდაა.

კომპანია ”სილქნეტმა” რაიონებში ქსელის გაფართოება დაიწყო. ამის მიზეზი   საქართველოს რეგიონებში ინტერნეტ ქსელებზე მოთხოვნილების ზრდაა.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს– დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარლის და გურჯაანის აბონენტების ციფრულ სადგურებზე გადართვა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რათა რეგიონში მცხოვრებ მომხმარებლებს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ”სილქნეტი”   ს.ს. „გაერთიენებულმა ტელეკომმა“, შ.პ.ს „ვანექსმა“ და შ.პ.ს „აჭარის ელექტროკავშირმა“  ბიზნესის კონსოლიდაციის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დააარსა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge