ეკონომიკა

ინფლაციის გავლენა სამომხმარებლო კალათის ფასებზე

13 ოქტომბერი, 2010 • • 1219
ინფლაციის გავლენა სამომხმარებლო კალათის ფასებზე

საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა კვლავ გრძელდება. აგვისტოში დაწყებულმა ინფლაციის დონემ ოქტომბრის დასაწყისისათვის უკვე  მასშტაბური სახე მიიღო. პურზე ფასის მომატებამ (5,10,20 თეთრით)
საფუძველი ჩაუყარა სხვა პროდუქციაზე ფასების ზრდას.მომხმარებელი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს ფასების მატებას ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შაქარი, რომლის ფასმაც 5.5%-ით მოიმატა იმისდა მიუხედავად,რომ მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი 1.5%-ით დავარდა. ამჟამად ბაზარზე  50-კილოგრამიანი ტომარა შაქარი 88  ლარამდე ღირს. მიზეზი იმისა, რომ საქართველოში შაქრის ფასი გაიზარდა,არის ის, რომ პროდუქციის შემოტანას 40-45 დღე სჭირდება, ამიტომ მსოფლიო ბაზრის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად არ მოქმედებს.

პურის გაძვირებასთანაა დაკავშირებული ასევე ზეთის(3.85 ლარიდან, 4.10 ლარამდე),გაყინული ხორცის(4.8-დან 6 ლარამდე )და რძის პროდუქტების გაძვირებაც.(1-ლარიანი მაწონი უკვე 1.30  ლარი ღირს, აგრეთვე გაძვირდა რძე, ხაჭო, არაჟანი და ყველი).

2009 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 3%-მდე იყო დასული. ხოლო წლეულს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ის ნიშნულზე დაგეგმა.

http://www.ambebi.ge/ekonomika/26853-inflaciuri-nakhtomi.html

მასალების გადაბეჭდვის წესი