ეკონომიკა

წელს აჭარაში 50-60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

12 ოქტომბერი, 2010 • • 1136
წელს აჭარაში 50-60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით  მეციტრუსეებს და ციტრუსის ექსპორტიორებს შეხვდა.

ლევან ვარშალომიძემ ციტრუსის სეზონის მიმდინარეობისა და გასაღების ბაზრის გარდა ციტრუსის რეალიზაციის ახალ საშუალებებზეც ისაუბრა.

აჭარის მთავრობის განცხადებით  წელს, აჭარაში ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას მიაღწევს, რომლის უმეტესი ნაწილის იმპორტი კვლავ უკრაინაში მოხდება. მოსავლის ნაწილი ადგილობრივ საწარმოებშიც გასაღდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი