ნეტგაზეთი | ტურისტების რაოდენობა აჭარაში ტურისტების რაოდენობა აჭარაში – Netgazeti
RU | GE  

ტურისტების რაოდენობა აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში, სულ 831 578 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წლის ანალოგიური პერიოდის ვიზიტორებს 3,5-ჯერ სჭარბობს.

2010 წლის პირველ ცხრა თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 269 426 შეადგინა, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით კი 4-ჯერ მეტი.

2009 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარას სტუმრობდა 138 813 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი – 65 579. 2010 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა, კერძოდ 40,4% – თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა 13,1%), რაც 2-ჯერ მეტია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 35,4%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 11,5%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 14,7%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 4,8%).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი