ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცაგერსა და ლენტეხში

ცაგერი  ლენტეხს  მალე განახლებული გზით  დაუკავშირდება  და  მოსახლეობას  სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ცაგერი  ლენტეხს  მალე განახლებული გზით  დაუკავშირდება  და  მოსახლეობას  სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ლენტეხში უკვე დასრულდა, ხოლო ცაგერში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუფერხებელი და სტაბილური წყალმომარაგება და მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა ექნება.  პროექტს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო  და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის  გზის 24 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ცაგერსა და ლენტეხს აკავშირებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს  უახლოვდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია: სანიაღვრე სისტემის მოწყობა, წყალსადენი მილების მონტაჟი, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და გზის სავალ ნაწილიზე ასფალტის საფარის დაგება.

წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 60, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  150-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge