ეკონომიკა

საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სესხის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს

12 ოქტომბერი, 2010 • • 1077
საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სესხის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას გულისხმობს.

ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 25 წლიანი ვადით საქართველო სესხის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხით წყლის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 30 ქალაქსა და რაიონში იგეგმება. პირველი ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაფარვა გარკვეული შეღავათებით მოხდება.

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში დამთავრდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი