კონტროლის პალატის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

საქართველოს  კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა. მან კონტროლის პალატის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.

საქართველოს  კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა. მან კონტროლის პალატის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.

საუბარი შეეხო კონტროლის პალატის მიერ მიღწეულ შედეგებს. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში სულ 243 აუდიტი განხორციელდა, რომელმაც ბიუჯეტის თანხის 4 მილიარდ ნახევარზე მეტი მოიცვა. გამოვლენილ იქნა 1100-ზე მეტი სხვადასხვა სახის დარღვევა, რომელიც უპირატესად  შესყიდვებს, მენეჯმენტს, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კანონში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. სათამაშო ცენტრებისთვის სახელმწიფო მოსაკრებელი გაორმადგება. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კონტროლის პალატის და აქტების აუდიტის საფუძველზე ბიუჯეტში  დაახლოებით 13 მილიონი ლარი მობილიზდა, აღძრულ იქნა 40 სისხლის სამართლის საქმე, პასუხისგებაში მიეცა 21 თანამდებობის პირი სხვადასხვა უწყებებიდან, გარდა ამისა, კონტროლის პალატა გამოდის ინიციატივით, საპარლამენტო კომიტეტებმა სავალდებულოდ განიხილონ აუდიტის აქტები, რაც კონტროლის პალატას შესაძლებლობას  მისცემს ოპერატიულად იმოქმედოს და ინფორმაცია საჯარო გახდეს საზოგადოებისათვის.

აღნიშნულ  ანგარიშს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge