საქართველოსთან პარტნიორობის განვითარების პლატფორმა

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს”, მონფლაკონეს მუნიციპალიტეტის, “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის” და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მიერ, “ფრიულივენცია ჯულია” რეგიონის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი “საქართველოსთან პარტნიორობის განვითარების პლატფორმა”, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს”, მონფლაკონეს მუნიციპალიტეტის, “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის” და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მიერ, “ფრიულივენცია ჯულია” რეგიონის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი “საქართველოსთან პარტნიორობის განვითარების პლატფორმა”, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს,  რომელიც მათ ბიზნესის მართვის უნარების განვითარებაში დაეხმარება და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებსაც გაუწევს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონაცემთა ბაზის შექმნა და იტალიელი ბიზნესმენებისათვის ბიზნეს წინადადებების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და იტალიურ მხარეს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge