ეკონომიკა

აჭარაში ევროპული სტანდარტი მხოლოდ რვა სასტუმრომ დააკმაყოფილა

11 ოქტომბერი, 2010 • • 1136
აჭარაში ევროპული სტანდარტი მხოლოდ რვა სასტუმრომ დააკმაყოფილა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, აჭარის ტურიზმის სააგენტოს და ასოციაცია „Global Star“-ის ორგანიზებით, აჭარის რეგიონში მოქმედი 17 სასტუმრო შეაფასეს მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

აღნიშნული შეფასება „Global Star“-ის აუდიტორებმა განახორციელეს. მოთხოვნები რვა განთავსების ობიექტმა დააკმაყოფილა. იმ სასტუმროთა წარმომადგენლებს, რომლებმაც შემოწმება წარმატებით გაიარეს, შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სასტუმროების მსგავსად აჭარაში კვების ობიექტებიც შემოწმდება.  აუდიტი მას შემდეგ განხორციელდება, რაც მას თავად დაინტერესებული პირი მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი