ეკონომიკა

საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1127
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება

ოფიციალური მონაცემებით 2010 წლის 9 თვეში, საქართველოს 1 491 925 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38%-ით მეტია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით საქართველოში ტურისტების უმეტესი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებიდან შემოდის. 2010 წლის 9 თვეში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 484 068 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 32,5%), რაც გასულ წელთან შედარებით 34%-ით მეტია. დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 950 312 ვიზიტორი (ვიზიტორთა 63,7%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.

ამერიკიდან შემოვიდა 17 469 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,2%), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,5%-ით მეტია. აზიის ქვეყნებიდან შემოვიდა 35 191 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 2,4%), 71,5%-ით მეტი, აფრიკიდან – 2 037 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,2%), 191% -ით მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 2 848 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,2%), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (950 312) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან 391 504 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 41,2%) შემოვიდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31,2%-ით მეტი, ხოლო სომხეთიდან შემოვიდა 379 873 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 40%) – გასული წლის 9 თვესთან შედარებით 54,3%-ით მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი