ეკონომიკა

რუსეთში ინფლაციის დონე იზრდება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1082
რუსეთში ინფლაციის დონე იზრდება

”რია ნოვისტის” ცნობით, რუსეთში ინფლაციამ 2010 წლისთვის შესაძლოა 7,8-8,2%-ს მიაღწიოს და ოფიციალურ პროგნოზსაც გადააჭარბოს-ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ალექსი კუდრინი იუწყება.

მისი თქმით, ინფლაცია დაახლოებით 8% იქნება, 0,1-0,2 %-ით მეტი ან ნაკლები. გარდა ამისა იგი ეთანხმება  ოფიციალურ პროგნოზს რუსეთის მშპ-ს 4%-ით ზრდის შესახებ 2010 წელს.

ინფლაციის ზრდა ქვეყანაში გვალვამ და საკვებ პროდუქტებზე ფასების დაჩქარებულმა მატებამ გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი