ნიკა გილაური:საქართველო არ დაუჭერს მხარს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას

დღეს მედიაში გავრცელდა სტატიები სათაურით – ”საქართველომ გადაიფიქრა და რუსეთის მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება”. ამ თემაზე სტატიას ბალტინფო აქვეყნებს, ასევე, რადიო თავისუფლებ. თემას  ქართული ინტერნეტ–მედიაც ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა ნიკა გილაურის ინტერვიუს ასოშიეთედ პრესთან. ნეტგაზეთი  საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერს, ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა.

დღეს მედიაში გავრცელდა სტატიები სათაურით – ”საქართველომ გადაიფიქრა და რუსეთის მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება”. ამ თემაზე სტატიას ბალტინფო აქვეყნებს, ასევე, რადიო თავისუფლებ. თემას  ქართული ინტერნეტ–მედიაც ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა ნიკა გილაურის ინტერვიუს ასოშიეთედ პრესთან. ნეტგაზეთი  საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერს, ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა.

ნეტგაზეთი – დღეს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნიკა გილაურის ინტერვიუს ეყრდნობა, რომ საქართველო  რუსეთის მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნებ.

ნიკო მჭედლიშვილი – მეც ვესწრებოდი ამ ინტერვიუს. საქართველო, ზოგადად, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, რადგანაც ეს ორგანიზაცია რუსეთს  უფრო ცივილიზებურს გახდის იმიტომ, რომ ოგი თავად არის ცივილიზებური ორგანიზაცია. მაგრამ ერთი პირობით, თვითონ რუსეთმა უნდა დაიცვას ამ ორგანიზაციის წესები. ეს არის, ზოგადად, ის პოზიცია, რომელსაც ნიკა გილაური ყოველთვის იმეორებს.

ნეტგაზეთი  – კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა თქვა პრემიერ მინისტრმა ინტერვიუსას?

ნიკო მჭედლიშვილი – ზოგადად, პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, არ არის რუსეთის მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი. პირობა, რომელსაც საქართველო აყენებდა ორი და სამი წლის წინათ, არ შეცვლილა.  ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წესი არის ის, რომ საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტები გამჭვირვალე და ლეგალური უნდა იყოს.

ნეტგაზეთი – თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს მიერ წაყენებული პირობები თუ არ შესრულდა, საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება?

ნიკო მჭედლიშვილი – საქართველო  წინააღმდეგია იმიტომ, რომ ამ პირობას აყენებს. ზოგადად, საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი  მსო-ს წევრი იყოს იმიტომ, რომ მაშინ აღარ იქნებოდა რუსეთში საქართველოს საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ასოშიეთედ პრესი კი წერს: საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუ მოსკოვი  საქართველოს მესაზღვრეებს მუშაობის საშუალებას არ მისცემს საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

”საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების მომხრეა, მხოლოდ მსო-ს წესებით”,-განაცხადა ნიკა გილაურმა და დაამატა, რომ მსო-ს წესების მიხედვით, ორგანიზაცია მოითხოვს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები კონტროლდებოდეს ორივე ქვეყნის მესაზღვრეების მიერ.

მსოფლიო სავაჭრო ორნიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს. ამ ორგანიზაციის წესების მიხედვით, თუ მასში შემავალი ერთი ქვეყანა მაინც  წინააღმდეგია ორგანიზაციაში სხვა რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებისა, ეს უკანასკნელი ვერ გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე