ნეტგაზეთი | ლარი გამყარდა ლარი გამყარდა – Netgazeti
RU | GE  

ლარი გამყარდა

ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა და 1,85-დან 1,80 -მდე ჩამოვიდა.

ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა და 1,85-დან 1,80 -მდე ჩამოვიდა, მაგრამ ამის მიზეზი ლარის კურსის გაძლიერება კი არა, მსოფლიო ბაზარზე ევროს მიმართ დოლარის დაცემაა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ გადაწყვიტა, გრძელვადიანი სახელმწიფო ობლგაციების შესყიდვით, ეკონომიკაში დამატებითი ფულის გაშვება დაეწყო.

ექპერტებმა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს  „სავალუტო ომი“ უწოდეს. ამერიკის მთავრობა დოლარს ხელოვნურად აუფასურებს და ამით ექსპორტს ეხმარება. ეს მათ აწყობთ, რადგან ისინი ამ გზით მოგებას მიიღებენ და იმპორტს ბარიერებს შეუქმნიან, რითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება მოხდება.

საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, დოლარის მიმართ ლარის გამყარების პროცესი დიდხანს არ გასტანს და წლის ბოლოსათვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge