ეკონომიკა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

6 ოქტომბერი, 2010 • 1073
საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Moody’s”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3 კატეგორიით შეაფასა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია და აგვისტოს ომამადე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ „Moody’s“-ის მიერ საქართველოსთვის ამ კატეგორიის მინიჭება ქართულ ეკონომიკას სასიკეთოდ წაადგება.

„Moody’s-ის მიერ მონიჭებული რეიტინგი ქვეყნის მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო ფინანსური რესურსების შემოდინებას,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი