ეკონომიკა

შაქრის ფასი გაიზარდა

5 ოქტომბერი, 2010 • • 1393
შაქრის ფასი გაიზარდა

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში შაქრის ფასმა 5.5%-ით მოიმატა. შაქრის ფასის ზრდა 1 წელია გრძელდება და 12%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი თითქმის უცვლელია.  როგორც აგარის შაქრის დირექტორმა ალხან ალიზადემ დღეს ბიზნეს კურიერთან საუბრისას აღნიშნა,  ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებში ფასის ზრდა უამინდობის შედეგად ხდება, რადგან შაქრის ლერწმის გარკვეული ნაწილი, უამინდობის გამო, განადგურდა, რამაც  ფასის ავტომატური ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნული ტენდენცია არ შენარჩუნდება, შაქრის ფასი მომავალი წლიდან  დაიკლებს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით.

 ქართულ ბაზარზე შაქრის ფასის მატება ლოგიკურად შაქრის შემცველ პროდუქტებზეც გამოიწვევეს ფასების ზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი