საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურების შემოწმებას ახორციელებს. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბარში  ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, აღნიშნული შემოწმება გეგმურია და პერიოდულად ხორციელდება მონიტორინგის ფარგლებში. აღნიშნული ბრძანება 2008 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა და  2007 წლის 31 დეკემბერის N344 ბრძანებით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც, სავალუტო ჯიხური ვალდებულია, კომპიუტერულად აღრიცხოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებულ ოპერაცია და შეავსოს ქვითარი; დღის ბოლოს კი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის დავთარში შეიტანოს. ასევე სავალუტო ჯიხური ვალდებულია, შესრულების დღიდან ნებისმიერი ფორმით არსებული ინფორმაცია 5 წელიწადის განმავლობაში  ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრებში და ყოველდღიური აღრიცხვის დავთარში შეინახოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *