საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 8720.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2862.5 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (32.8%), 852.6 მლნ აშშ დოლარი (9.8%) – ეროვნული ბანკის, 1456.0 მლნ აშშ დოლარი (16.7%) – საბანკო სექტორის, 1336.0 მლნ აშშ დოლარი (15.3%) – სხვა სექტორებისა და 2212.8 მლნ აშშ დოლარი (25.4%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 53.4 მლნ აშშ დოლარით; აქედან 50.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები.
მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წლის მეორე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 80.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა ცვლილებებით 19.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე დროს იგი საკურსო ცვლილებების შედეგად 152.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი