რამდენი აქვს ვალი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს

1484 ლარი – ეს თანხა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. თუკი საქართველოს სახელმწიფოს  საგარეო ვალს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გავყოფთ, სწორედ ეს ციფრი გამოვა.

1484 ლარი – ეს თანხა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. თუკი საქართველოს სახელმწიფოს  საგარეო ვალს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გავყოფთ, სწორედ ეს ციფრი გამოვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 6 მილიარდ 531 მილიონ 703 ათასი ლარია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით კი, საქართველოში 2010 წლის მონაცემებით, 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ამ მხრივ, საქართველოს მდგომარეობა არც ისე მძიმეა, თუმცა ის, რაც მას აშფოთებს, საგარეო ვალის ზრდის დინამიკაა.

”ვალის ზრდის ტემპი კატასტროფულია. 2013 წელს ეს არ იქნება საგრძნობი”.

აღნიშნულ წელს საქართველომ აღებული ვალების ნაწილის დაფარვა უნდა დაიწყოს. ხადური ვარაუდობს, რომ აღებული ვალის დაფარვა მხოლოდ ახალი ვალით იქნება  შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან საგარეო ვალს (სახელმწიფო და კერძო სექტორი), ეროვნული ბანკის 2010 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, 15 მილიარდ 696 ათასი ლარს შეადგენს.

2009 წლის 31 დეკემბრის შემდეგ საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2010 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 1 მილიონ 584 ათასი ლარით მოიმატა.

რამდენიმე დღის წინ კი აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მთავრობას 15 წლის ვადით ახალი სესხი გამოუყო, 100 მლნ დოლარის სახით (180 მლნ ლარი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე