უცხოური ინვესტიციები დღეს და გუშინ

წინასწარი მონაცემებით, რომელსაც საქსატატი 14 სექტემბერს აქვეყნებს, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 197 მილიონი აშშ დოლარია.

წინასწარი მონაცემებით,რომელსაც საქსატატი 14 სექტემბერს აქვეყნებს, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 197 მილიონი აშშ დოლარია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინვესტიციების კლება 2008 წლიდან დაიწყო. ამ წლის შემაჯამებელი მონაცემებით, 1 მილიარდ 564 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, როცა 2007 წლის მონაცემებით, შემოსული ინვესტიციების რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებდა.

2009 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა სულ 759,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.14 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2005 2006 2007 2008 2009 2010
450 მილიონი    აშშ დოლარი

1 მილიარდ 14 მილიონი 

აშშ დოლარი

2 მილიარდ 14 ათასი  

   აშშ დოლარი

     1 მილიარდ 564 მილიონ

აშშ დოლარი

759 მილიონ 1 ათასი

     აშშ დოლარი

1კვარტალი   76 მილიონი

 2 კვარტალი 197 მილიონი

აშშ დოლარი

 

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: ჰოლანდია, ამერიკა და ვირჯინის კუნძულები ბრიტანეთში.

ტრასნპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა და უძრავი ქონება, ეკონომიკის ის სექტორებია საქართველოში,რომელშიც ინვესტირება ყველაზე ხშირად ხორციელდება.

   
   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე