ეკონომიკა

დღეს ეროვნულმა ბანკა 200 მილიონამდე ლარი გასცა

5 აგვისტო, 2010 • • 1520
დღეს ეროვნულმა ბანკა 200 მილიონამდე ლარი გასცა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი ტიპის აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც საერთო ჯამში 192 288 000 ლარი გასცა.

 ეროვნული ბანკის 91 დღიან 31-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე  12 288 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საერთო ჯამში ფასიანი ქაღალდები 6-მა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს: მინიმალური საპროცენტო განაკვეთით  8% , მაქსიმალური 9.4%.

დღესვე, 7 დღიან, 31-ე აუქციონზე ორმა კომერციულმა ბანკმა ეროვნული ბანკისგან აიღო 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  სესხი, რომლის მინიმალური საპროცენტო განაკვეთია 6,5 ხოლო მაქსიმალური 6.6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი