ეკონომიკა

ფასთა ცვლის მიზეზი და ზუსტი ციფრები

5 აგვისტო, 2010 • • 1467
ფასთა ცვლის მიზეზი და ზუსტი ციფრები

ეროვნული ბანკის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ზაფხულის პირველ თვეში ფასების ზრდა დაფიქსირდა შაქარსა და პურპროდუქტებზე, ბენზინსა და დიზელზე. ფასების შემცირება კი ხილბოსტნეულზე. ფასების კლების მიზეზად ამავე დოკუმენტის მიხედვით დასახელებულია სეზონური ფაქტორები.
უფრო კონკრეტულად კი რა პროცენტით მოიმატა ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასებმა, თვის მიმოხილვაში ვკითხულობთ:

                                            წლიური ინფლაციის ზრდა

                          პროდუქტი                                            პროცენტი

შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი                                               23.4

პურპროდუქტები                                                                 3.6

ტრანსპორტი                                                                      11.8

ხორცპროდუქტები                                                               3.7

ჯანმრთელობის დაცვა                                                           5.3

განათლება                                                                         51.0

ბენზინი                                                                           41.5

დიზელი                                                                           53.7

გარდა ამისა, თვიური ანგარიშის მიხედვით, ფასის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ კატეგორიებზე: „ალკოჰოლური სასმელები,თამბაქო“ , „საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები“ 5.7 და 1.8 პროცენტით შესაბამისად.

პარალელურად, გარკვეულ პროდუქტების ფასებზე, სეზონურმა ფაქტორმა გავლენა იქონია. ჭარბმა მიწოდებამ ფასები შეამცირა ისეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, როგორიც არის; კარტოფილი, პომიდორი, მწვანე ლობიო, კომბოსტო. ასევე კვერცხზე, ქათმის ხორცსა  და ყველზე.
მოთხოვნის გაზრდის გამო, ფასების ზრდა შეიმჩნეოდა სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე. ფასებმა მოიმატა ზეთზე და წიწიბურაზე.
ბოსტნეულზე ფასები დაახლოებით 7.6%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში  ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება კატეგორიაზე „ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ (8.4 პროცენტით).

ივნისის თვის მიმოხილვა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა მათ შორის სამომხმარებლო კალათის (რომელში 266 კომპონენტი შედის)ფასების ცვლილებას ეხება.

წლიური ინფლაცია ამავე მონაცემებით 2.8%-ია. ხოლო რაც შეეხება თვის საბაზო ინფლაციას, ორი სტანდარტული გადახრის ფარგლებში მოხვედრილი პროდუქტისთვის (94.7% მთელი სამომხმარებლო კალათის), ინფლაცია არის 0.4%, ხოლო ერთი სტანდარტული გადახრის ფარგლებში მოხვედრილი პროდუქტისთვის (მთელი კალათის 83.4%) ინფლაციის მაჩვენებელი 0.6%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი