ეკონომიკა

დონალდ ტრამპი საქართველოთი დაინტერესდა

14 ივლისი, 2010 • • 1211
დონალდ ტრამპი საქართველოთი დაინტერესდა

ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის პირადი მრჩეველი მაიკლ კოენი ბათუმს სტუმრობდა. სასტუმრო ”შერატონი” კოენმა  დღეს დილით დატოვა.

კოენი ბათუმში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად ჩამოვიდა. უცნობია, კერძოდ რომელ სფეროში აპირებს ტრამპი ინვესტიციების ჩადებას საქართველოში.

64 წლის მილიარდერი ნიუ-იორკში დაიბადა. ტრაპმა დააარსა Trump Entertainment Resorts, რომელიც მოცავს კაზინოებსა და სასტუმროებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფორბსმა 2007 წელს ტრაპმის ქონება 3 ბილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი