იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი გაიზრდება

დოლარი ლართან მიმართებაში 2 თეთრით გამყარდა. დღევანდელი გაცვლითი კურსია: ერთი დოლარი 1 ლარი და 77 თეთრი.

დოლარი ლართან მიმართებაში 2 თეთრით გამყარდა. დღევანდელი გაცვლითი კურსია: ერთი დოლარი 1 ლარი და 77 თეთრი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 1,75 თეთრი იყო. მომდევნო ორი დღის მანძილზე კი დოლარის კურსი ერთი თეთრით იმატებს.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ მიზეზი დოლარზე მოთხოვნის ზრდაა.

„ზოგადად კურსის ცვლილებას მოთხოვნა განაპირობებს. დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი თუ რამ განაპირობა მოთხოვნის ზრდა დოლარზე ჩემთვის ჯერ–ჯერობით გაურკვეველია“.

დოლარის კურსის ზრდა, ხადურის თქმით პროდუქტზე ფასის ცვლას გამოიწვევს.

„იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი გაიზრდება“,–ამბობს ხადური.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა დოლარის კურსის ცვალებადობა შეაჩეროს.

„ბანკს აქვს რეზერვი და შეუძლია გამოუშვას დოლარი და კურსი შეინარჩუნოს, თუმცა როგორც ჩანს მოსალოდნელია ახალი გაცვლითი კურსის დადგენა.“

კონკრეტულად თუ რა ნიშნულზე შესაძლოა გაჩერდეს დოლარის კურსი, ნოდარ ხადური ვერ აკონკრეტებს. თუმცა მისი თქმით, არჩევნებამდე კურსი დიდად არ შეიცვლება.

ეროვნული  ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, კახა ბარაბაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც დოლარმა მოიმატა, მასზე მოთხოვნის ზრდაა.

„მცურავი კურსის რეჟიმის პირობებში დოლარის კურსი დამოკიდებულია მოთხოვნა–მიწოდების ზრდაზე.“

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი

 

 

     

 

30.04.10

     

USD  

1.7738

     
 
         
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე